• თბილისი, ბელიაშვილის ქ. N17
  • esol.info.ge@gmail.com

+995 597 78 76 00

ParametriX

ParametriX არის მძლავრი აპლიკაცია Grasshopper-ისთვის (Rhinoceros 3D), რომელიც საშუალებას აძლევს არქიტექტორებს, დიზაინერებს და 3D პროფესიონალებს მყისიერად შექმნან რთული, მაღალი ხარისხის პარამეტრული 3D მოდელები — მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით.

ParametriX მოიცავს 3D მოდელირების გენერატორების სწრაფად მზარდ ბიბლიოთეკას და სრულიად თავსებადია ყველა მოწინავე 3D პროგრამასთან Rhino.Inside-ის საშუალებით, მათ შორის AutoCAD, ArchiCAD, Revit, SketchUp და სხვა.

ინდივიდუალური გადაწყვეტები

3D გენერატორების გარდა, ჩვენ, ვთავაზობთ მომხმარებელზე მორგებულ პარამეტრულ გადაწყვეტილებებს კომპანიებსა და პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ სპეციფიკური მოდელირების საჭიროებები.

თუ მუშაობთ უნიკალურ არქიტექტურულ პროექტზე, ან გიწევთ წარმოებისთვის საჭირო მოდელების შქმნა და გჭირდებათ ავტომატიზაცია განმეორებადი ამოცანებისთვის — ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ საჭირო გადაწყვეტის შემუშავებაში.

არქიტექტურული და 3D ვიზუალიზაცია

3D მოდელირების საშუალებებთან ერთად, ESOL გთავაზობთ Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვიზუალიზაციის ინოვაციურ სერვისს.

ჩვენ ვქმნით შესაბამის 3D მოდელებს ბინებისთვის ან ნებისმიერი 3D რეკვიზიტისთვის და ვტვირთავთ მათ ჩვენს სერვერზე, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს და მათ კლიენტებს ნახონ, შეისწავლონ და "გადაადგილდნენ" მოდელში მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.

მომსახურების პოპულარული სახეა ვირტუალური შოურუმები.

ფასები

ParametriX

გამოწერაზე დაფუძნებული ლიცენზია

- 55 ლარი ( 20 USD/EUR ) / თვე

- 370 ლარი ( 135 USD/EUR ) / წელი ( დანაზოგი ~ 47% )


მუდმივი ლიცნეზია

- სტანდარი. მიმდინარე ვერსია ულიმიტო - 695 ლარი ( 255 USD/EUR )

ნებაყოფლობითი განახლება - 150 ლარი ( 55 USD/EUR )

ითანამშრომლეთ ჩვენთან და წინასწარ ნახეთ შედეგი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სახლიდან გაუსვლელად.